ჩვენს შესახებ


ორგანიზაცია წარმოადგენს kids.ge-ს გუნდის მიერ დაარსებულ ახალ იურიდიულ პირს, რომელიც ფოკუსირებული იქნება სწორედ შემეცნებითი და განმავითარებელი რესურსების შექმნაზე. Kids.ge-ში მრავალი წლის მანძილზე სისტემატიურად იქმნებოდა სხვადასხვა სახის რესურსები, რასაც აქტიურად იყენებდა საკუთარ სასწავლო პროგრამებში. ამიერიდან კი, მსურველებს (მათ შორის მშობლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, სასწავლო დაწესებულებებს და ა.შ.) საშუალება ექნებათ შეიძინონ ეს რესურსები!

ჩვენ გთავაზობთ რესურსების ფართო სპექტრს, მათ შორის სამუშაო ფურცლებს, სამუშაო წიგნებს, ბარათებს, ბეჭდურ რესურსებს, პლაკატებს და სხვა, ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვებს ისწავლონ და განცითარდნენ მათთვის საინტერესო აქტივობების დახმარებით. ჩვენი რესურსები საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა დააკმაყოფილოს ბავშვების საჭიროებები განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, სკოლამდელი დაწყებული დაწყებითი სკოლის დაწყებამდე.

ჩვენი გამოცდილი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, განათლების ფსიქოლოეგბის და დიზაინერების გუნდი ერთად მუშაობენ რესურსების შესაქმნელად. რესურსები წარმოადგენს სრულიად ქართულ, ავთენტურ პროდუქციას, რომელიც შექმნილია საქართველოში და ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის ორგანიზაციას „შემეცნებითი და განმავიტარებელი რესურსები“. 

ორგანიზაციის შესახებ:

შპს „შემეცნებითი და განმავითარებელი რესურსები“
საიდენტიფიკაციო კოდი: 402279333